დაინტერესდით?

დაუთმეთ 1 წუთი რეგისტრაციას და მიიღეთ მომსახურეობის 30 დღე უფასოდ!

რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლია სისტემაში შესვლა.

თუ ვაჭრობით ხართ დაკავებული და გინდათ ყიდვა-გაყიდვის, დისტრიბუციის ან საწყობის აღრიცხვა, მაშინ invoice.ge — თქვენთვისაა. ის უკვე რამდენიმე წელია ემსახურება ქართულ ბიზნესს და ამ პერიოდში ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება აქვს მიღებული.

საქონელი


პროგრამაში შეგიძლიათ თქვენი საქონლის კატალოგის სრულად ასახვა. ფასების განსაზღვრა, შტრიხ-კოდების და ზომის ერთეულების მართვა მთლიანად თქვენს ხელთაა.

ჩვენ ასევე გიმარტივებთ საქონლის მართვას Excel-თან მარტივი ინტეგრაციის მეშვეობით.

და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ ყოველთვის იცით თუ რამდენი საქონელია თქვენს საწყობში, ფილიალში ან მანქანის ბორტზე! ყოველი გატარებული ოპერაცია ავტომატურად აისახება ნაშთებზე, ისე რომ თქვენი მხრიდან არანაირი ჩარევა არ არის საჭირო.

თქვენ ყოველთვის იცით თუ რამდენი საქონელი არის თქვენს საწყობში. ასევე რამდენი და ვისზე არის გაყიდული ეს საქონელი.

კლიენტები და მომწოდებლები


პროგრამაში ასევე შეგეძლებათ თქვენი კლიენტების და მომწოდებლების აღრიცხვა. rs.ge-თან ინტეგრაციის წყალობით, პროგრამა ავტომატურად დაადგენს ორგანიზაციის სახელწოდებას.

კლიენტების დიდი ბაზის მოვლა-პატრონობას Excel-თან ინტეგრაცია გაგიმარტივებთ.

ნებისმიერი ოპერაციის გატარებისას კლიენტის ვალი ავტომატურად იზრდება ან მცირდება, ასე რომ თქვენ ყოველთვის იცით თუ რა დავალიანება აქვს კლიენტს თქვენს წინაშე ან რა დავალიანება დაგიგროვდათ მომწოდებელთან.

ახალი კლიენტის დასამატებლად საკმარისია მისი საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანა: ორგანიზაციის სახელწოდებას პროგრამა ავტომატურად დაადგენს.

ოპერაციები


პროგრამაში შეგიძლიათ მრავალი ოპერაციის ჩატარება. ყველა ოპერაცია ავტომატურად ინტეგრირდება საქონლის და კლიენტის მონაცემებთან, თქვენი მხრიდან დამატებითი ჩარევის გარეშე.

პროგრამას ასევე შეუძლია rs.ge-ში ატვირთოს შეკვეთის ზედნადები და ანგარიშ-ფაქტურა; ასევე rs.ge-დან მიიღოს შესყიდვები და საქონლის დაბრუნება.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი პროგრამა თქვენს სავაჭრო ობიექტზე გაყიდვების სწრაფი აღრიცხვისათვის. ყველა სავაჭრო ობიექტის მონაცემი ცენტრალიზებულია ერთ ბაზაში.
ჩვენი პროგრამა კარგად არის ტესტირებული დისტრიბუციისთვის. ის ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

საწყობი


პროგრამაში გატარებული ყოველი ოპერაცია აისახება საწყობის ნაშთებზე.

გარდა ოპერაციებისა, საწყობის ნაშთების შეცვლა შეიძლება ინვენტარიზაციით, ანუ ნაშთების აღრიცხვით. ინვენტარიზაციის მეშვეობით შეგიძლიათ როგორც საწყისი ნაშთების, ასევე დროის ნებისმიერ დროს ნაშთების გასწორება.

ინვენტარიზაცია საქონლის დიდი ბაზისთვის საკმაოდ მარტივია, რადგან Excel-თან არის ინტეგრირებული.

პროგრამაში თქვენ შეგიძლიათ საწყობის ინვენტარიზაციის ჩატარება.